2012 წლის 23-28 აპრილს თბილისში იმყოფებოდა UNESCO/ICOMOS/ICCROM-ის ერთობლივი რეაქციული მონიტორინგის მისია საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების, ბაგრატის საკათედრო ტაძრის, გელათის მონასტრისა და მცხეთის ისტორიული ძეგლების მდგომარეობის შეფასების მიზნით. აღნიშნული მისიის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან, ბ-ნ ნიკოლოზ რურუასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, საპარტიარქოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მისიის წავრებს შეხვდა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნუილი კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ბ-ნი დავით ჯალაღანია.
მისიის ანგარიშის საფუძველზე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი მოამზადებს რეკომენდაციების პროექტს და წარუდგენს მას მსოფლიო კომიტეტის 36-ე სესიას, რომელიც ჩატარდება 2012 წლის ოქტომბერში.