2012 წლის 22 მაისს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა UNESCO-ს 2010-2011 წლის „მონაწილეობის პროგრამის" ფარგლებში და UNESCO-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „მოქვის სახარება-დიაგნოსტიკა, დიგიტალიზაცია, გამოცემა" პრეზენტაცია. პროექტის შედეგების შესახებ მოხსენებით გამოვიდა ცენტრის დირექტორი ბატონი ბუბა კუდავა, ხოლო საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სახელით სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კომისიის გენერალურმა მდივანმა ქ-მა ქეთევან კანდელაკმა. ცენტრის დირექტორმა დამსწრეებს წარუდგინა პროექტის ფარგლებში გამოცემული ორენოვანი ალბომი „მოქვის სახარება".