2012 წლის 6-7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ქ.თბილისში მიმდინარეობს მთავრობათაშორისი კონფერენცია „გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის: თბილისი +35". ღონისძიების თანაორგანიზატორია გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO).

კონფერენცია გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა, ბ-მა მიხეილ სააკაშვილმა. ამის შემდგომ, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა  UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ განათლების საკითხებში ბატონმა ციან ტანგმა, რომელიც არჩეულ იქნა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტად.

ვიზიტის ფარგლაბში, ბატონმა ტანგმა შეხვედრები გამართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ქ-ნ ხატია დეკანოიძესთან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან ბ-ნ ნიკოლოზ რურუასთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - დავით ჯალაღანიასთან. მან ასევე მოინახულა თბილისის პროფესიული კოლეჯი „სპექტრი" და ინკლუზიური განათლების N 198 საჯარო სკოლა.

შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს UNESCO-ს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალურმა მდივანმა ქ-მა ქეთევან კანდელაკმა.

ინფორმაცია კონფერენციის შესახებ განთავსებულია UNESCO-ს ოფიციალურ გვერდზე, შემდეგ მისამართზე:

http://www.unesco.org/new/en/education/resources/online-materials/single-view/news/unesco_world_conference_on_education_for_sustainable_development_2014/