2012 წლის 9 ნოემბერს, იუნესკოს „სპორტში დოპინგის აღმოფხვრის ხელშემწყობი" ფონდიდან საქართველოს მიერ წარდგენილი პროექტის - „დოპინგის და ჯანმრთელობის საფრთხეები საკვები დანამატების გამოყენების დროს და ჯანმრთელი კვების უპირატესობა"- დასაფინანსებლად, გამოიყო 18 240 აშშ დოლარი. პროექტი გულისხმობს სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალისთვის სემინარების ჩატარებას და საკვები დანამატების შესახებ მათთვის ინფორმაციის მიწოდებას.

პროექტი განხორციელდება საქართველოს ეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტოს მიერ.