2013 წლის 30 აპრილს, პირველად, თბილისის ივენთ ჰოლში აღინიშნა ჯაზის საერთაშორისო დღე. ღონისძიებას მიეძღვნა თბილისის ბიგბენდის კონცერტი, რომელიც დასრულდა სტამბულში გამართული გალა კონცერტის ტრანსლირებით.
ღონისძიება გაიმართა UNESCO-ს პატრონაჟით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ისთერნ ფრომოუშენი.