2013 წლის 5 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ჩატარდა სასკოლო კონკურსის „გაიგე მეტი შენი კუთხის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" გამარჯვებულთა დაჯილდოება.
სასკოლო ორეტაპიანი საპილოტე კონკურსი, რომლის ორგანიზატორია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მიზნად ისახავს იუნესკოს 2003 წლის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის პოპულარიზაციას და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით 200-მდე სკოლამ. კონკურსის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულებს, 90 მოსწავლეს და მათ პედაგოგებს მიენიჭათ „ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგის" წოდება და გადაეცათ საჩუქრები და სიგელები.
ღონისძიება ჩატარდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების და გაზეთ „ახალი განათლების" გაზეთის მხარდაჭერით და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის პატრონაჟით. დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მირიანე ოდიშარიამ, მინისტრის პირველმა მოადგილემ მარინე მიზანდარმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მერაბ ბოჭოიძემ, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალურმა მდივანმა ქეთევან კანდელაკმა.