კამბოჯის ქალაქ პნომენში, მიმდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 37-ე სესია, რომელიც 16 ივნისს დაიწყო და 27 ივნისამდე გასტანს. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი განიხილავს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესატანად წარდგენილ 32 ახალ ნომინაციას. სესიაზე განიხილება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც, მათ შორის, მსოფლიო მემკვიდრეობის ქართული ძეგლების - „ბაგრატის ტაძრისა და გელათის სამონასტრო კომპლექსისა“ და „მცხეთის ისტორიული ძეგლები“ -მდგომარეობა და სახელმწიფოს მიერ მათთან მიმართეაში განხორციელებული ღონისძიებები. სესიას დამკვირვებლის სტატუსით ესწრება საქართველოს დელეგაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ქ-ნი მარინე მიზანდარის ხელმძღვანელობით.