2013 წლის 18 ივლისს საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ეკატერინე სირაძე-დელონემ რწმუნებათა სიგელი გადასცა UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ირინა ბოკოვას. ცერემონიალის დასრულების შემდეგ, გენერალურ დირექტორსა და საქართველოს ელჩს შორის შედგა საუბარი, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა საქართველოსა და UNESCO-ს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები, მსოფლიო მემკვიდრეობის  ქართულ ძეგლთა მდგომარეობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ქართული ძეგლების მდგომარეობისა და მათ დაცვის აუცილებლობის საკითხი. ქალბატონმა ირინა ბოკოვამ აღნიშნა, რომ UNESCO კვლავაც გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას ორგანიზაციის კომპეტენციის ფარგლებში.