ვეფხისტყაოსანი2013 წლის 18 სექტემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნი" საიუბილეო გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა პოემის პირველი სტამბური გამოცემის 300 წლისთავს.

1956 წლიდან იუნესკო აქტიურად მონაწილეობს წევრ ქვეყნებში ღირშესანიშნავი ისტორიული მოვლენებისა თუ გამოჩენილი პირების იუბილეების აღნიშვნაში, რაც თავის მხრივ ამ მოვლენებს მსოფლიო მნიშვნელობას ანიჭებს. ამ წლიდან მოყოლებული, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, იუნესკო მიმართავს წევრ სახელმწიფოებს მოაწოდონ მას იმ ღირშესანიშნავ თარიღთა სია, რომელთა აღნიშვნაშიც ქვეყნის მთავრობას შესაძლებლად მიაჩნია იუნესკოს მონაწილეობა.

2011 წელს საქართველომ იუნესკოს განსახილველად  წარუდგინა სამი ღირშესანიშნავი თარიღი, რომელთა აღნიშვნაც დაგეგმილი იყო 2012-2013 წლებში. ნომინაციებს შორის იყო „ვეფხისტყაოსნის" პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავი, რომელიც დამტკიცდა იუნესკოს გენერალურ კონფერენციის 36-ე სესიის გადაწყვეტილებით და შესაბამისად, აღნიშნული ნიმინაცია შევიდა მსოფლიოს იმ ღირშესანიშნავ თარიღთა სიაში, რომელთა აღნიშვნაც მოხდა იუნესკოს მონაწილეობით.

პროექტი ითვალისწინებდა პოემის პირველი სტამბური გამოცემის ინგლისურ (თარგმანი ეკუთვნის მარჯორი უორდროპს) და ფრანგულენოვანი (თარგმნა სერგი წულაძემ) საიუბილეო გამოცემების გამოშვებას. თარგმანები გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ, ხოლო პროექტს ორგანიზება გაუწია ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრმა.