2013 წლის 19-21 ნოემბერს ქ. პარიზში, ჩატარდა მსოფლიო მემკვიდრების კონვენციის წევრი ქვეყნების გენერალური ასამბლეის 19-ე სესია, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარის ხელმძღვანელობით.
ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორთან კიშორე რაოსთან და იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სექტორის ხელმძღვანელთან სესილ დუველთან.
გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჩატარდა არჩევნები მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტში. ასამბლეამ 4 წლის ვადით აირჩია 12 ახალი წევრი:
ხორვატია, ფინეთი, იამაიკა, ყაზახეთი, ლიბანი, პერუ, ფილიპინები, პოლონეთი, პორტუგალია, კორეის რესპუბლიკა, თურქეთი, ვიეტ ნამი.