![IMG_0856[1]](http://unesco.ge/wp-content/uploads/2013/11/IMG_08561-300x200.jpg)
აღნიშნული პროექტი დაფინანსდა UNESCO-ს მიერ 2012-2013 წლების „მონაწილეობის პროგრამის“ ფარგლებში და წარმოადგენს 2012 წელს, თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის - „გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის თბილისი +35“- გაგრძელებას.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განათლებისა და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებმა და შესაბამისი სფეროების ექსპერტებმა. ფორუმში მონაწილეობდნენ აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეებს საშუალება მიეცათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გარემოსდაცვითი განათლების სფეროში მიღებული გამოცდილება და გაეკეთებინათ წარმატებული პროექტების პრეზენტაცია.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს განათლებისა და მეცნიერებისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებმა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალურმა მდივანმა ქ-ნმა ქეთევან კანდელაკმა.