მინანქარი2013 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა „UNESCO”-ს მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის -„დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ - ტიხროვანი მინანქარი” გამოფენა-პრეზენტაცია.

პროექტის ფარგლებში მოხდა უძველესი ტექნოლოგიური პროცესების შესწავლა და ყველა იმ ხელსაწყოს რეკონსტრუქცია, რომელიც შუა საუკუნეებში ტიხროვანი მინანქრის დამამზადებელი სახელოსნოებისათვის უნდა ყოფილიყო საჭირო.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში დამზადებული ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კარედის ხატის წმინდა სიმეონ მოციქულის ტიხროვანი მინანქრის მედალიონის ასლი, რომელიც განხორციელდა აღდგენილი ხელსაწყოების გამოყენებით.

პრეზენტაციის ფარგლებში მოეწყო ფილმის -„დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ - ტიხროვანი მინანქარი”- ჩვენება.