ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მიმდინარეობს „ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული“.

კვირეულის ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გაიმართება გამოფენები „დასავლეთ ევროპული ფერწერა ექვთიმე თაყაიშვილის საგანძურიდან“ და „ექვთიმე 150“ და ექვთიმე თაყაიშვილისადმი მიძღვნილი კატალოგის პრეზენტაცია.

UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, ექვთიმე თაყაიშვილის იუბილე შესულია მსოფლიოს იმ ღირსშესანიშნავ თარიღთა სიაში, რომლებიც იუნესკოს მონაწილეობით აღინიშნება.

კვირეული 27 დეკემბერს დასრულდება.