კულტურა

კულტურა UNESCO-ს მანდატის ყველაზე პოპულარული სფეროა და ორგანიზაციის მხრიდანაც კულტურა პრიორიტეტულ პროგრამად არის მიჩნეული.

UNESCO-ს საქმიანობა კულტურის სფეროში ეყრდნობა იმ რწმენას, რომ ძლიერი კულტურული კომპონენტის გარეშე, განვითარება ვერ იქნება მდგრადი.

UNESCO-ს ძირითადი კულტურის კონვენციები წარმოადგენენ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის უნიკალურ გლობალურ პლატფორმას და ქმნიან ყოვლისმომცველ კულტურულ მმართველობის სისტემას, რომელიც ეყრდნობა ადამიანის უფლებებს და უნივერსალურ ფასეულობებს.

UNESCO-ს კონვენციების მიზანია არქეოლოგიური ძეგლების, წყალქვეშა მემკვიდრეობის, მუზეუმის კოლექციების, არამატერიალური მემკვიდრეობის და სხვა ფორმების მემკვიდრეობის სახით წარმოდგენილი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ასევე ინოვაციისა და შემოქმედების მხარდაჭერა კულტურის სხვადასხვა დარგებში.

საქართველოს  კულტურული მემკვიდრეობის 4 ძეგლი, 3 ნომინაციით, შევიდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში (მცხეთის ისტორიული ძეგლები, ზემო სვანეთი, ბაგრატი და გელათი) და 2 ელემენტი -ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი და ქართული მრავალხმიანობა – არის წარმოდგენილი UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში.

საქართველო ასევე აქტიურად მონაწილეობს UNESCO-ს საქმიანობაში შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ფასეულობების დაცვის სფეროში და ამ საკითხზე მომუშავე UNESCO-ს კომიტეტის წევრია 2017 წლამდე.