კომუნიკაცია და ინფორმაცია

UNESCO-ს მანდატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია თავისუფალი აზრის გამოხატვის დაცვა, მსოფლიოში დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის ჩამოყალიბების ხელშეწყობით.

ორგანიზაციის ძალისხმევა ამ სფეროში ეყრდნობა ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლს, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ადამიანის ხელშეუხებელ უფლებად აცხადებს.

კომუნიკაციისა და ინფორმაციის სფეროში, UNESCO ორი ძირითადი განხრით მუშაობს:  პრესის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება. ამ მხრივ, ორგანიზაცია მხარს უჭერს პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის საფუძველზე დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის ჩამოყალიბებას.