სხდომები

06/06/2014

2014 წლის 6 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სხდომა კომისიის ვიცე-პრეზიდენტის ქ-ნი თამარ ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით.

სხდომაზე, კომისიის სამდივნომ წევრებს UNESCO-სთან ურთიერთობის 2013 წლის მოკლე ანგარიში წარუდგინა. განსაკუთრებით აღინიშნა „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში“ ქართული ნომინაციის „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის“ შეტანა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ფასეულობების დაცვის კომიტეტში საქართველოს არჩევა.

კომისიამ ასევე შეიმუშავა UNESCO-ს 2014-2015 წლების „მონაწილეობის პროგრამის“  ფარგლებში წარსადგენი საპროექტო განაცხადების შერჩევის პროცედურა და შეფასების კრიტერიუმები. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში პროექტების მიეღება დაიწყო 2014 წლის 9 ივნისს და დასრულდა 2014 წლის 9 ივლისს.

13/02/2012

2012 წლის 13 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარდა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მორიგი სხდომა კომისიის ვიცე-პრეზიდენტის, დავით ჯალაღანიას თავმჯდომარეობით.

სხდომის მიზანი იყო  2012-2013 წლის „მონაწილეობის პროგრამის” ფარგლებში წარმოდგენილი და ეროვნული კომისიის წევრების მიერ შეფასებული საპროექტო განაცხადების საბოლოო რანჟირება და საუკეთესო პროექტების  შერჩევა UNESCO-ში გაგზავნის მიზნით.

კომისიის წევრების მიერ შეირჩა შემდეგი 10 საპროექტო განაცხადი:

1. ”ვეფხისტყაოსნის ბეჭდური გამოცემის მე-300 წლისთავი”(შემსრულებელი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)

2.  ”თბილისის დეკლარაცია +35-კონფერენცია გარემოსდაცვით საკითხებზე”(შემსრულებელი არასამთავრობო ორგანიზაცია „NOLI.GE”)

3. ”მივიწყებული ტექნოლოგიების კვალდაკვალ – შუა საუკუნეების ქართული ტიხოვანი მინანქრის დამზადების პროცესის აღდგენა” (შემსრულებელი საქართველოს ეროვნული მუზეუმი)

4. ”ქართულ-აფხაზური ალბომი”(შემსრულებელი ჩუბინიშვილის ხელოვნების ცენტრი)

5. ეროვნული კომისიის პროექტი

6. ”ეროვნული არქივის მედიათეკის შექმნა” (შემსრულებელი საქართველოს ეროვნული არქივი)

7.”ქალები წარსულში-მაგალითი მომავლისთვის” (შემსრულებელი მედიის განვითარების ფონდი)

8.”ებრაული კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში” (შემსრულებელი საქართველოს ეროვნული მუზეუმი)

9. ”სამკურნალო, არომატული, სანელებელი და შხამიან მცენარეთა ბიომრავალფეროვნება და მდგრადი გამოყენება” (შემსრულებელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი)

10. ”გზა უსინათლოთა მარგინალიზაციიდან ინტეგრაციისკენ” (შემსრულებელი არასამთავრობო ორგანიზაცია  „უსინათლოები საზღვრებს გარეშე”)

ზემოაღნიშნიშნული საპროექტო განაცხადები 2012 28 თებერვლამდე გაეგზავნა UNESCO-ს დასაფინანსებლად.

22/12/2011

2011 წლის 22 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარდა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მორიგი სხდომა კომისიის ვიცე-პრეზიდენტის, დავით ჯალაღანიას თავმჯდომარეობით. სხდომაზე წარმოდგენილი იყო კომისიის 2011 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში. ასევე,  მიმდინარე საკითხებთან ერთად, კომისიის წევრებმა განიხილეს 2012-2013 წლის „მონაწილეობის პროგრამის” ფარგლებში იუნესკოში წარსადგენ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები.

23/12/2010

2010 წლის 23 დეკემბერს, შედგა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის წლის შემაჯამებელი სხდომა კომისიის ვიცე-პრეზიდენტის ბ-ნი დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით. სხდომის წევრებს წარედგინა 2010 წლის განმავლობაში ეროვნული კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. აგრეთვე განხილულ იქნა 2010 წელს იუნესკოს მიერ სხვადასხვა სფეროებში დაფინანსებული პროექტები და იუნესკოს ფონდებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

15/02/2010

2010 წლის 15 თებერვალს შედგა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სხდომა კომისიის ვიცე-პრეზიდენტის ბ-ნი დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით. სხდომის წევრებმა განიხილეს და შეარჩიეს იუნესკოს „მონაწილეობის პროგრამის“ ფარგლებში წარმოდგენილი პროექტებიდან ის 10 განაცხადი, რომელიც გაიგზავნა იუნესკოს სათაო ოფისში საბოლოო განხილვისთვის.

4/12/2009

2009 წლის 4 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა იუნესკოს საქმეთა საქართველოს ეროვნული კომისიის სხდომა საქართველოს ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ბ-ნი დავით ჯალაღანიას თავმჯდომარეობით. სხდომაზე სხვა საკითებთან ერთად განიხილეს იუნესკოს გენერალური კონფერენციის 35-ე სესიისა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 1972 წლის კონვენციის წევრი ქვეყნების მე 17-ე გენერალური ასამბლეის შედეგები. (მომხსენებლები: ქ. კანდელაკი, პეტრე მეტრეველი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი) და ინფორმაცია იუნესკოს მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში 2008-2009 წლების დაფინანსებული პროექტებისა და 2010-2011 წლებში პროექტების მიღების პირობებისა და პრიორიტეტების შესახებ.

27/12/ 2006

2006 წლის 27 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მე-2 საანგარიშო სხდომა, რომელიც გახსნა საგარეო საქმეთა მინისტრმა ეროვნული კომისიის პრეზიდენტმა ბატონმა გელა ბეჟუაშვილმა. მან ისაუბრა საქართველოს იუნესკოსთან თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობისა და იუნესკოს მიერ 2006 წელს საქართველოში განხორციელებული პროექტების შესახებ.

სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის წევრები. სხდომაზე კომისიის გენერალურმა მდივანმა წარმოადგინა იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მიერ 2006 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში.

კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა 2007 წელს იუნესკოსთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. გადაწყდა, რომ 2007 წლის მარტში საქართველოს დელეგაცია გენერალური კონფერენციისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით გაემგზავრებებოდა იუნესკოს შტაბ-ბინაში.