სამუშაო შეხვედრა მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარული ნუსხის განახლების საკითხებზე

29/09/2017
Comments Off on სამუშაო შეხვედრა მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარული ნუსხის განახლების საკითხებზე

2017 წლის 27-28 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მრჩეველი ორგანიზაციების ICOMOS-ისა და IUCN-ის წარმომადგენლებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნული წინასწარული ნუსხის განახლებისა და საქართველოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენის საკითხებზე. > > >

ქართული დელეგაციის ვიზიტი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში

25/09/2017
Comments Off on ქართული დელეგაციის ვიზიტი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მესამე რეგიონალური განვითარების პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის 17-22 სექტემბრის ჩათვლით, ქ. პარიზში იმყოფებოდა ქართული დელეგაცია. > > >

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი “Batumi Music Fest” ბათუმში

11/09/2017
Comments Off on კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი “Batumi Music Fest” ბათუმში

2017 წლის 2-8 სექტემბერს, ქ. ბათუმში გაიმართა რიგით მეხუთე კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი "Batumi Music Fest", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა მუსიკოსებმა, ასევე უცხოელმა შემსრულებლებმა. > > >

გამოფენა-ფორუმი “არქიტექტურა – დროსა და ადამიანებს შორის გადებული ხიდი”

20/04/2017
Comments Off on გამოფენა-ფორუმი “არქიტექტურა – დროსა და ადამიანებს შორის გადებული ხიდი”

2017 წლის 25 მარტს, საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში და გერმანული დასახლებების 200 წლის იუბილის აღსანიშნავად, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „არქიტექტურა- დროსა და ადამიანებს შორის გადებული ხიდი“. > > >

„მცხეთის ისტორიულ ძეგლებს“ გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

09/12/2016

2016 წლის 8-9 დეკემბერს, ქ. პარიზში, UNESCO-ს შტაბ-ბინაში, ჩატარდა შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის კომიტეტის მე-11 სესია. სესიაზე სხვა საკითხებთან ერთად, განხილული იყო საქართველოს მიერ წარდგენილი მოთხოვნა „მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის“ „გაძლიერებული დაცვის“ მინიჭების თაობაზე.

> > >