UNESCO-ს ონლაინ მინისტერიალი კულტურის სფეროში

25/04/2020
Comments Off on UNESCO-ს ონლაინ მინისტერიალი კულტურის სფეროში

მ.წ. 22 აპრილს, UNESCO-ს ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 132  ქვეყნის წარმომადგენლებმა.

> > >

UNESCO აცხადებს ღია ფოტოკონკურსს „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“

07/10/2019
Comments Off on UNESCO აცხადებს ღია ფოტოკონკურსს „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“

წლევანდელი კონკურსის მთავარი თემაა „აღმოაჩინე აბრეშუმის გზა“. კონკურსი კარგი შესაძლებლობაა „აბრეშუმის გზის“ რეგიონში მოგზაური ახალგაზრდებისთვის გააზიარონ შთაბეჭდილებები იმ საერთო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც „აბრეშუმის გზის“ ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე არსებული კულტურათაშორისი დიალოგის შედეგად შეიქმნა.

> > >

ბაქოში მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 43-ე სესია გაიმართა

12/07/2019
Comments Off on ბაქოში მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 43-ე სესია გაიმართა

10 ივლისს, ქ. ბაქოში (აზერბაიჯანი), დასრულდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 43-ე სესია, რომელზეც კომიტეტმა განიხილა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ძეგლების (მათ შორის მსოფლიო მემკვიდრეობის საქართველოს ძეგლების) კონსერვაციის მდგომარეობა და სიაში ახალი ძეგლების შეტანის საკითხები.

> > >

UNESCO-სა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში საქართველოს პროექტი დაფინანსდა

05/07/2019
Comments Off on UNESCO-სა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში საქართველოს პროექტი დაფინანსდა

პროგრამის „ევროკავშირი/UNESCO-ს ექსპერტების საკონსულტაციო მხარდაჭერა განვითარების გზაზე მყოფი ქვეყნების კულტურის მმართველობისთვის“ ფარგლებში საქართველოს მიერ წარდგენილი პროექტი „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“ დაფინანსდა. პროექტის პრეზენტაცია 2019 წ. 5 ივლისს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალურმა მდივანმა ქეთევან კანდელაკმა.

> > >

პრესკონფერენცია ბათუმის მუსიკალური ფესტივალის შესახებ

07/05/2019
Comments Off on პრესკონფერენცია ბათუმის მუსიკალური ფესტივალის შესახებ

2019 წლის 3 მაისს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია ბათუმის რიგით მეშვიდე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან „Batumi Black Sea Music and Art Festival“ დაკავშირებით. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფესტივალის დამფუძნებელი ელისო ბოლქვაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კანდელაკი.

> > >