UNESCO/ICOMOS/ICCROM-ის მისია საქართველოში

20/04/2012
Comments Off on UNESCO/ICOMOS/ICCROM-ის მისია საქართველოში
2012 წლის 23-28 აპრილს საქართველოს ეწვევა ერთობლივი (UNESCO/ICOMOS/ICCROM) მონიტორინგის მისია მცხეთის ისტორიული ძეგლებისა და ბაგრატის ტაძრისა და გელათის მონასტრის კონსერვაციის მდგომარეობის შეფასების მიზნით. დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ ICOMOS-ისა და ICCROM-ის ექსპერტები და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის წარმომადგენლები.

UNESCO-ს 2010-2011 წლების მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის „სვეტიცხოვლის აღმშენებლობის დაწყებიდან 1000 წლის იუბილე“ პრეზენტაცია

20/04/2012
Comments Off on UNESCO-ს 2010-2011 წლების მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის „სვეტიცხოვლის აღმშენებლობის დაწყებიდან 1000 წლის იუბილე“ პრეზენტაცია
2012 წლის 19 აპრილს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა UNESCO-ს მიერ დაფინანსებული პროექტის „სვეტიცხოველის აღმშენებლობის დაწყებიდან 1000 წლის იუბილე" -ს ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების პრეზენტაცია, კერძოდ დამწრე საზოგადოებას მიეწოდა ანგარიში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარის არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომების ჩატარების თაობაზე. > > >

საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 თებერვლის სხდომა

14/02/2012
Comments Off on საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 თებერვლის სხდომა
2012 წლის 13 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარდა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მორიგი სხდომა კომისიის ვიცე-პრეზიდენტის, დავით ჯალაღანიას თავმჯდომარეობით. > > >

საქართველო კვლავ იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს (IBE) საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ქვეყანა გახდა

03/02/2012
Comments Off on საქართველო კვლავ იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს (IBE) საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ქვეყანა გახდა
2012 წლის 25-27 იანვარს ქ. ჟენევაში გაიმართა იუნესკოს  განათლების საერთაშორისო ბიუროს საბჭოს 61-ე სესია, რომლის ფარგლებში ჩატარდა ბიუროს საბჭოს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევნები. საბჭომ ახალი ვადით (2012-2013წწ)   ნორვეგია  პრეზიდენტ, ხოლო საქართველო კვლავ ბიუროს ვიცე-პრეზიდენტ ქვეყანად აირჩია.  > > >

UNESCO-ს მონაწილეობის პროგრამა 2012-2013

27/12/2011
Comments Off on UNESCO-ს მონაწილეობის პროგრამა 2012-2013
საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია იწვევს მსურველებს წარმოადგინონ პროექტები იუნესკოს 2012-2013 წლების "მონაწილეობის პროგრამის" ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად. > > >