2011 წლის 22 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარდა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მორიგი სხდომა კომისიის ვიცე-პრეზიდენტის, დავით ჯალაღანიას თავმჯდომარეობით.
> > >
მიმდინარე წლის 19-29 ივნისს, პარიზში, UNESCO-ს შტაბ-ბინაში იმართება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 35-ე სესია, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად, განიხილება 40 ქვეყნის მიერ წარდგენილი 42 კულტურული თუ ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანის საკითხი.
> > >
მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, შედგა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის წლის შემაჯამებელი სხდომა კომისიის ვიცე-პრეზიდენტის ბ-ნი დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით. სხდომის წევრებს წარედგინა 2010 წლის განმავლობაში ეროვნული კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. აგრეთვე განხილულ იქნა მიმდინარე წელს იუნესკოს მიერ სხვადასხვა სფეროებში დაფინანსებული პროექტები და იუნესკოს ფონდებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
2010-2011 წლების „მონაწილეობის პროგრამის" ფარგლებში, იუნესკომ საქართველოს გამოუყო თანხა 80 600 აშშ დოლარის ოდენობით შემდეგი ხუთი პროექტის დასაფინანსებლად:
> > >
2010 წლის 2-5 ნოემბერს, ქ.კიევში (უკრაინა) გაიმართა პირველი საერთაშორისო სემინარი სახელწოდებით „რელიგიური კონფესიების როლი მსოფლიო მემკვიდრეობის მართვაში", რომლის იდეა მდგომარეობდა მრგვალი მაგიდის გარშემო შეეკრიბა ყველა ის დაინტერესებული მხარე, რომელიც პასუხისმგებელია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაზე.
> > >