იუნესკომ დააფინანსა პროექტი „მცხეთის ისტორიული ძეგლების მართვის სრულყოფა“

30/11/2010
Comments Off on იუნესკომ დააფინანსა პროექტი „მცხეთის ისტორიული ძეგლების მართვის სრულყოფა“
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა, ქართული მხარის მიერ წარდგენილი პროექტის დასაფინანსებლად,  25 660 აშშ დოლარის ოდენობის თანხა გამოყო. პროექტი გულისხმობს მცხეთის ისტორიული ძეგლების მართვის სრულყოფას  და მისი დაფინანსება მოხდა „საერთაშორისო დახმარების" ფარგლებში. > > >

ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა UNESCO-ს მონაწილეობით 2012-2013 წლებში

16/11/2010
Comments Off on ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა UNESCO-ს მონაწილეობით 2012-2013 წლებში
UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 36-ე სესიის ფარგლებში დამტკიცდა იმ ღირშესანიშნავი თარიღების სია, რომლებიც 2012-2013 წლებში აღინიშნება UNESCO-ს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭრით. > > >

UNESCO-ს მუზეუმის სექტორის მისია საქართველოში

12/11/2010
Comments Off on UNESCO-ს მუზეუმის სექტორის მისია საქართველოში
2011 წლის 7-11 ოქტომბერს, საქართველოში იმყოფებოდა UNESCO-ს მუზეუმის სექტორის მისია. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და UNESCO-ს ერთობლივი პროექტის, „გ.ჩიტაიას სახელობის ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული მუზეუმის რესტავრაცია და კონსერვაცია" (III ეტაპი) ფარგლებში გამართულ ვორქშოპში მონაწილეობა და ეროვნულ მუზეუმთან მიმდინარე პროექტის უკვე შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების განხილვა. ვიზიტის ფარგლებში შედგა UNESCO-ს წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალურ მდივანთან, ქ-ნ ქეთევან კანდელაკთან.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა მშვიდობისა და განვითარებისათვის მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა

11/11/2010
Comments Off on საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა მშვიდობისა და განვითარებისათვის მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა
ყოველი წლის 10 ნოემბერს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 31-ე სესიის გადაწყვეტილებით, აღინიშნება მშვიდობისა და განვითარების  მეცნიერების მსოფლიო დღე. > > >

მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის წევრი ქვეყნების გენერალური ასამბლეის მე-18 სესია

10/11/2010
Comments Off on მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის წევრი ქვეყნების გენერალური ასამბლეის მე-18 სესია
2011 წლის 7-9 ნოემბერს, ქ. პარიზში,  UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 36-ე სესიის ფარგლებში ჩატარდა  მსოფლიო მემკვიდრების კონვენციის წევრი ქვეყნების გენერალური ასამბლეის 18-ე სესია, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს  დირექტორის, ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ხელმძღვანელობით. > > >